რეზონანსი
(22.11.2022)

ზუგდიდში, 15 წლის საბა მამფორიას მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ერეკლე ცანავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, “სამეგრელო news” ავრცელებს.

გუშინ 20 ნოემბერს მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შელაპარაკების დროს 15 წლის მოზარდი გულ-მკერდის არეში დანით დაჭრეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე