რეზონანსი
(21.11.2022)

ლიკანში მცირეწლოვანი გოგონა დაიღუპა - ინფორმაციას ლიკანის N3 საბავშვო ბაგა-ბაღი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბავშვი კრუპის შეტევით დაიღუპა.

გარდაცვლილ მცირეწლოვანს ახლობლები ემშვიდობებიან:

"ჩემი ყურადღება შემოდგომის ზეიმზე მიიქცია უზომოდ საყვარელი მობუთქუნობდა ლამაზად კიკინებით მოვეფერე რატომ, რატომ მასთან სიკვდილს რა უნდოდა გამეყინა გული მიყვარხარ ელენე."

„ჩემო ფერია, ჩემო საყვარულო ბუთკუნა ელენე. თვალებში სულ სიყვარული და სითბო გქონდა, ჩემო პაწაწუნა, როგორ მეწყინა, ჩემო ელენიკო“.

„შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩემო ციმციმა, ჩემო ლამაზო და ტკბილო. ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ მშობლები ვანუგეშო ვაი, შენს დედას და მამას, რა დილა გაუთენდათ შვილო. ნათელში ამყოფოს უფალმა შენი პატარა სული".

"ეს რა საცოდაობაა ანგელოზო....ნათელი შენს უმანკო სულს ვიზიარებ, ვწუხვარ ძალიან".

წყარო: „mix.metronome.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე