რეზონანსი
(21.11.2022)

შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია ზუგ­დიდ­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში წუ­ხელ მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ზუგ­დი­დის მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე, 15 წლის საბა მამ­ფო­რია. რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ბას თა­ნა­ტოლ­მა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა. დაჭ­რი­ლი შვე­ლას ითხოვ­და, ის მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამб სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­ვა­რა­უ­დოდб მო­ზარ­დი სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­ა­კა­ვეს თა­ნა­ტო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზუგ­დი­დის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლეა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან და­ნა­შა­უ­ლი უკვე აღი­ა­რა. რა გახ­და უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ ლა­პა­რა­კობს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას წინ უძღო­და თა­ნა­ტო­ლებს შო­რის ჩხუ­ბი, რაც იქვე, სპორ­ტულ მო­ე­დან­ზე და­ი­წყო და შემ­დეგ ცოტა მო­შო­რე­ბით გაგ­რძელ­და.

მა­მუ­კა ბუ­ლია, ზუგ­დი­დის რე­სურს ცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

"ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და. მეს­ხი­ას ქუ­ჩა­ზე, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნია, ხე­ლოვ­ნურ­სა­ფა­რი­ა­ნი და ახალ­გაზ­რდე­ბი თურ­მე იქ თა­მა­შობ­დნენ. იქ მო­სუ­ლა დაჭ­რი­ლი ბავ­შვი. ხელი ეკი­და თურ­მე მუ­ცელ­ზე და იძახ­და, - მიშ­ვე­ლეთ, დაჭ­რი­ლი ვარო. ბავ­შვი სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და... ეს რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი ჯერ არ ვი­ცით. ვი­ცით მხო­ლოდ ის, რომ პო­ლი­ცი­ას გუ­შინ ორი პირი ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა მათ­გან ერთს, ზუგ­დი­დის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეს წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. მე­ო­რეც ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო და ის გა­მო­უშ­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.ორი­ვე სკო­ლის სკო­ლის დი­რექ­ტორს ვე­სა­უბ­რე, ისი­ნი კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ რო­გორც მოკ­ლულს, ასე­ვე და­კა­ვე­ბულს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია, ამ­ბო­ბენ, აქამ­დე კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს მოს­ვლია, მან­და­ტუ­რებს მას­ზე არას­დროს უთ­ქვამთ შე­ნიშ­ვნა, ისე მო­ვი­და მე-12 კლა­სამ­დეო.

და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბას ჭრი­ლო­ბა ე.წ შტი­რით მი­ა­ყე­ნეს... ეს ორი სკო­ლა ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან მო­შო­რე­ბუ­ლია და არ ვიცი იც­ნობ­დნენ თუ არა ისი­ნი მა­ნამ­დე ერ­თმა­ნეთს. საბა და­ნა­ხუ­ლის ად­გილ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და. მას ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს.

პა­რას­კევს სკო­ლა­ში, გაკ­ვე­თილ­ზე მეჯ­დაო., - მი­თხრა მის­მა ერთ-ერ­თმა პე­და­გოგ­მა, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კარ­გი ბიჭი, კარ­გი მოს­წავ­ლე იყოო. რო­გორც ირ­კვე­ვა, დაჭ­რა სტა­დი­ო­ნი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით მოხ­და და ამის შემ­დეგ დაჭ­რი­ლი წა­მო­ვი­და მო­ედ­ნის­კენ და მო­ა­ხერ­ხა დახ­მა­რე­ბა ეთხო­ვა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი, ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს...

მა­ი­კო გუ­ნია, საბა მამ­ფო­რი­ას ცეკ­ვის პე­და­გო­გი:

- ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კიც მი­ჭირს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა. რო­გო­რი თბი­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო საბა, რო­გო­რი წე­სი­ე­რი და მხი­ა­რუ­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ბა­ზე წარ­სულ­ში ვი­სა­უბ­რო. მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს. სა­ო­ცა­რი ბიჭი. ამ­დე­ნი წე­ლია პე­და­გო­გი ვარ და ასე­თი მოს­წავ­ლე არ გვყო­ლია. სულ იცი­ნო­და, უზო­მოდ თბი­ლი და წე­სი­ე­რი. მარ­თლა სა­ში­ნე­ლე­ბაა ეს ცხოვ­რე­ბა. ვერც ვლა­პა­რა­კობ, ისე ვარ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ერ­თე­უ­ლია ასე­თი ბავ­შვე­ბი. იმ­ხე­ლა სით­ბო და­ტო­ვა ჩემს გულ­ში. ერთი ზედ­მე­ტი სი­ტყვა არ გა­მი­გია მის­გან, მხო­ლოდ სით­ბოს აფ­რქვევ­და. გუ­შინ უნდა მო­სუ­ლი­ყო ცეკ­ვა­ზე, მაგ­რამ ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი და ფეხი ვიტ­კი­ნეო, ამი­ტომ ვერ მო­ვი­და.

რო­გორც გა­ვი­გე, საბა არა­ფერ შუ­ა­ში იყო, აშ­ვე­ლებ­და სხვებს. რო­გორ გა­ი­მე­ტეს სა­სიკ­ვდი­ლოდ, არ ვიცი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. სა­ბას ძმა­კაც­მა მი­ამ­ბო, რომ აშ­ვე­ლებ­და, კარ­გს აკე­თებ­და და ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. საბა ძა­ლი­ან სპორ­ტუ­ლი ბავ­შვი იყო, კა­ლათ­ბურთზე და­დი­ო­და, ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, ცეკ­ვავ­და, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. რო­გორც მი­თხრეს, დაჭ­რის შემ­დეგ, და­ე­ცა თურ­მე, მაგ­რამ წა­მოდ­გა და ჭრი­ლო­ბა­ზე ხე­ლა­ფა­რე­ბულ­მა სცა­და გავ­ლა...

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ზუგ­დი­დის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს. სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი 17 წლის ახალ­გაზ­რდა სწავ­ლობ­და.

ლია გრი­გო­ლია: "მკვლე­ლო­ბას ჩვენს მოს­წავ­ლეს ედა­ვე­ბი­ან. თვი­თონ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლიო. არა­და, მას­ზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­მიძ­ლია ვთქვა . გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი და შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით. ის კონ­ფლიქ­ტუ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით მომ­რი­გე­ბე­ლი იყო ხოლ­მე... სკო­ლის გა­რეთ რა ხდე­ბო­და ან იქ რა მოხ­და, ვერ გე­ტყვით. სა­ქარ­თვე­ლოს პრი­ზი­ო­რია კრივ­ში. ადრე მე­სა­მე სკო­ლა­შიც ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ამ სკო­ლას­თან, სა­ბას არ ვიც­ნობ­დი, რად­გან ალ­ბათ მა­შინ პა­ტა­რა იყო, მაგ­რამ მა­საც ძა­ლი­ან კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ, სამ­წუ­ხა­როა, ასე­თი ტრა­გე­დია რომ მოხ­და. ერეკ­ლეც პა­ტი­ო­სა­ნი ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი, ჰყავს დედ-მამა და ძმე­ბი. რო­გორც ვიცი, მამა სა­ზღვარ­გა­რეთ არის წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ. ხში­რად წვრთნე­ბი ჰქონ­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რად თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და ხოლ­მე სკო­ლი­დან. "შტი­რი", დანა, მის ხელ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. ახლა ათა­სი ჭორი გავ­რცელ­დე­ბა, ამი­ტომ სჯობს და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს"

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე