რეზონანსი
(15.11.2022)

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აცხადებს, რომ 2022 წლის "ტოიოტა ლენდკრუიზერი", რომლის ღირებულება 254 ათასი ლარია, მრევლმა აჩუქა.

“ვიღაცისთვის ფუფუნების საგანია, მაგრამ ჩემთვის არ არის… უფრო მეტად მნიშვნელოვან და დიდ საქმეებს ვემსახურებით, როგორც მე, ისე სხვა ეპისკოპოსები. უფრო რაციონალური, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლითაც არ დაინტერესებულა არავინ, ახლა მანქანის თემა არის მნიშვნელოვანი”, – თქვა ეპისკოპოსმა ფორმულასთან.

მისი თქმით, მრევლმა გადაწყვიტა მისთვის მანქანის ყიდვა.

“მრავალგზის წირვაზე მივდიოდი გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო – გზაში დავრჩი, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, არაერთმა მრევლმა ამ დიდი საქმისთვის. ამ ქართული საქმისთვის მოიყვანეს მანქანა, რომ აღარც გზაში დავრჩე და ნორმალურად ვემსახურო. მრევლი გაერთიანდა, გააკეთეს ბანასთვის შემოწირულება”, – თქვა ეპისკოპოსმა.

“ჯორიც მყავს მონასტერში, ჯორითაც დავდივარ, ტრაქტორითაც დავდივარ და კამაზით და უამრავი სამშენებლო ტრანსპორტითაც დავდივარ, ამაზეც ისაუბრეთ მაშინ. რაც საჭიროა იმას საქმისთვის ვიყენებ და არა კომფორტისთვის”, – დასძინა მეუფემ.

შეგახსენებთ, ეპისკოპოსი სვიმეონის ახალი მანქანის შესახებ გუშინ ინფორმაცია დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა.

წყარო: TIA.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე