რეზონანსი
(15.11.2022)

ხაშურში სკოლიდან გამოსული მასწავლებელი ქუჩის ძაღლმა დაკბინა. ინფორმაციას tviveria.ge ავრცელებს.

"ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სკოლიდან გამოსულ, დაღლილ მასწავლებელს ეცა ძაღლი და ფეხზე უკბინა. აქვს საკმაოდ რთული ნაკბენი, ძაღლი უპატრონოა გაიქცა. ხაშურში ადამიანებზე მეტი ეს ოთხფეხა ცხოველი დადის. ბავშვებს რომ უკბინოს, არაა აცრის პროცესი იოლი. რას ჩადით, რას საქმიანობთ?! თუნდაც აცრილი ძაღლები გამგეობის შენობაში უნდა შემოგიყაროთ და დაგკბინოთ, აცრილნი არიან რა უშავსო..როგორი იქნება?! ჩვენ ჯერ არ ვიცით, ის ძაღლი აცრილი იყო თუ არა, ვერც გავიგებთ, გაიქცა, მიიმალა. ქუჩაში ბავშვები დადიან და მათმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ.

დიდებზე აღარაფერს ვამბობ. ფეხი რომ დავინახე რა მდგომარეობაში ჰქონდა, გადავირიე, ჩემთვის რომ ძაღლს მსგავსი ექნა, შემოგეჭრენოდით, მაგ სკამებიდან გადმოგყრიდით სათითაოდ. მადლობა უთხარით უფალს, რომ მე არ ვიყავი იმ თავშეკავებული ქალბატონის მაგივრად! მიხედეთ უპატრონო ძაღლებს ! მიხედეთ! ქუჩაში დადის ძაღლი რომელიც იკბინება. მშობლებო, ფრთხილად!" - წერს მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე