რეზონანსი
(15.11.2022)

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში 16 წლის მარიამის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფრომაცია. მის გადასარჩენად თითქმის მთელი საქართველო გაერთიანდა, თუმცა, სამწუხაროდ, გოგონა გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია მარიამი თავდაპირველად აქ მკურნალობდა, შემდეგ კი თურქეთში გადაიყვანეს. რამდენიმე კვირის წინ მარიამის დედამ უძმიმესი წერილი გამოაქვეყნა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მარიამი საქართველოში გადიოდა მკურნალობას.

„მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - მინდა ყველამ გაიგოს!! ბავშვს პირდაპირ ქიმია რომ დაუწყეთ!!!

ჯერ იმუნური სისტემა უნდა მოეძლერებინათ და მიყვანის დღიდან ქიმია არ მიგეცათ, არც ალერგიის დექსამეტაზონი არ ქონდათ გამოყენებული, მერე დაუწყეს რეანიმაციაში დაგვიანებულზე,როცა ყველაფერი ჩამწვარი ქონდა ბავშვს. დაუწვეს ფილტვები, კუჭი ყველა ორგანო, პირი სისხლიანი ჰქონდა ჩაფუფქული ყველაფერი.

მაკა თევზაძევ, ბავშვი რომ გაწმინდეთ თურქების მოსვლის წინ გამოუცვალეთ თეთრეული დაუდგით იზოლაციის ღობე დაუსვით ექთანი მანამდე რატო არ აკეთებდით ამ ყველაფერს. პირში რაღაც ფხვნილი რომ ჩააყარეთ და მომატყუეთ წნევის წამალიაო იმდენი გადასხმა ედგა და წნევის წამალს გათიშულ ბავშვს აყრიდით? პირი გამოუწმინდეთ სისხლიანი მოაწესრიგეთ თურქებს რომ არ ენახათ ესეთი ნაჯიჯგნი იდა სისხლიანი.

შაბათს რომ მძიმდებოდა ბავშვი და მე რომ ვყვიროდი ქიმია გაუჩერეთ ბავშვს მიკვდება-თქო ექთანთან მომივიდა ჩხუბი (თავხედი და უსაქმური ექთნები რომ გყავთ გასაგდებები არიან ყველანი) დაგირეკეს და არ მოხვედით რომ ვყვიროდი კონსილიუმი მოიწვიეთ ბავშვი მიმძდებათქო რატომ არ მოხვედეთ??(შაბათი იყო და არასამუშაო დღე იყო) რეანიმაციის პაციენტი რომ გიმძიმდებოდათ რომ მოთრეულიყავით ესე აღარ დამძიმდებოდა ჩემი შვილი. მეორე დღეს იმ კვირა ღამეს როცა ფილტვები დაეხურა,მთელი ღამე მე მეჭირა ჟანგბადის სასუნთქი რამდენჯერ შეუცვალეთ სასუნთქები დაბინძურებულები რომ გაქვთ რა ინფექცია შეახვედრეთ სატანებო.ზედ ვითიშებოდი უძილობისგან ხან ბავშვს ეჭირა თავს უკოჭავდნენ და ვერ იჩერებდა წარმოიდგინეთ ეგეთი რამე არსად არ ხდება.

ექთნები მეუბნებოდნენ შენ ხარ მოვალე თავზე ადგეხარ და შენ უნდა გეჭიროს ისე არავინ დაუდგებაო.ღმერთო როგორ უნდა დამავიწყდეს ჩემი შვილის წამება არავის არ ვაპატიებ იმიტომ იყო რომ სულ ვყვიროდი და ვჩხუბობდი იმიტომ მაგდებდნენ ხან პატრულით მემუქრებოდნენ. მძულხართ ყველა ექთანი და ექიმი იაშვილის კლინიკაში ვინც თუნდაც მიეკარეთ ჩემს შვილს ვერავის გიტანთ და არც არასდროს გაპატიებთ ჩემი შვილის წამებას. ხომ დაგიბარეს მაკა თევზაძე დაკითხვაზე? ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი,ჯერ სადახართ მოგყვება მკვლელი შენგელაია და დანარჩენები.

შეგეყინა ირონია სახეზე?დადექი ეხლა და აწერინე ახლობლებს შენი საქებარი პოსტები.ეს ამბავი ისე არ ჩაივლის გამოძიების გარეშე რა ინფექცია შეყარეთ ჩემს შვილს ნაგვებო ან სასუნთქის აპარატიდან აქვს გადადებული ან კათეტერიდან თქვე სატანებო არ გაგახარებთ შეგაკვდებით და პასუხს გაგებინებთ!!! 

ვიცი რა მომაკვდინებელი ინფექციებიც აღმოაჩინეს იაშვილში დასაჭერები ხართ ყველა ნაგვებო!!

ეს ნაგავი ვაი ექიმბაშები ახლობლებს საქებარ პოსტებს ადებინებენ და თურმე რატომ დაიხურა იაშვილი??იმიტომ დაიხურა გამოძიება მიმდინარეობს, აღმოაჩინეს მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც ამერიკიდან არის შემოსული კლეფსიერა და კიდევ სხვა საშინელი ვირუსები არ შველის ანტიბიოტიკები. ეს საზიღრები არ ცვლიან სასუნქთ აპარატებს აქვთ ძველები და მაგ სასუნთქებში აღმოაჩინეს ზუსტად!!!

თქვენ დამიღუპეთ ბავშვი. შეგაკვდებით და პასუხს გაგებინებთ…” – წერდა ბავშვის დედა რამდენიმე კვირის წინ.

mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე