რეზონანსი
(14.11.2022)

მსახიობმა თამარ სხირტლაძემ მისთვის ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა. როგორც ქალბატონი თამარი იხსენებს, შვილის გარდაცვალების გამო ღმერთზე ნაწყენი იყო.

“ნაწყენი ვიყავი ღმერთზე, ერთი შვილი მყავდა და წაიყვანა. კარგი შვილი იყო, ისე როგორ დაიძინებდა, რომ ჩვენი ამბავი არ ეკითხა. ყველაფერს გამოგკითხავდა და ისე დაიძინებდა. რამე რომ გაგჭირვებოდა, უცებ მოვარდებოდა. სიკეთის მეტი, მე და ჩემს მეუღლეს არ გაგვიკეთებია, ამიტომაც ვიყავი ღმერთზე ნაწყენი”, – აღნიშნა თამარ სხირტლაძემ გადაცემაში "სხვა კითხვები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე