რეზონანსი
(13.11.2022)

მსახიობ თამარ მაყაშვილის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ნათქვამის გამო თავად მსახიობმა ბოდიში მოიხადა, თუმცა პატიება ბევრმა ვერ შეძლო. 

ხულოს დრამატული თეატრის მსახიობი ლევან აბულაძე, ხულოელების განწყობას გადმოსცემს:

„თამარ მაყაშვილის ეს სიტყვები მოვისმინე და რა თქმა უნდა, მეწყინა. ადამიანებზე, მით უმეტეს, ბავშვებზე ასე საუბარი ლამაზი არ არის. ხულოელები ძალიან გაბრაზებულნი არიან და მათი ბრაზი ობიექტურია. 

იმ დღეს ტაო-კლარჯეთში, ისტორიული საქართველოს მოსანახულებლად ვიმყოფებოდი. იქიდან რომ დავბრუნდი, გვიანი იყო, მეგობრებმა ჩათში „ლინკი“ ჩააგდეს. მოვისმინე თამარ მაყაშვილის სიტყვები და ბუნებრივია, არ მესიამოვნა, გული მეტკინა. მინდა ვთქვა, რომ ეს გულის ტკივილი აჭარლებს მთელი ცხოვრება სახადივით გვდევს.

მე მის ბოდიშში სინანული ვერ დავინახე. ჩვენ ჩვენი იდენტობა კარგად ვიცით. ხულოში რომ არ დავბადებულიყავი, ვერ მექნებოდა ის სიამაყე, ის ბედნიერება, რომელიც ახლა მაქვს. ხულოელობა ჩემთვის განსაკუთრებული ნიშაა. ჩემი დედა თუ არ მიყვარს, თქვენს დედას პატივს ვერ ვცემ.

მე მის ბოდიშში სინანული ვერ დავინახე. ჩვენ ჩვენი იდენტობა კარგად ვიცით. ხულოში რომ არ დავბადებულიყავი, ვერ მექნებოდა ის სიამაყე, ის ბედნიერება, რომელიც ახლა მაქვს. ხულოელობა ჩემთვის განსაკუთრებული ნიშაა. ჩემი დედა თუ არ მიყვარს, თქვენს დედას პატივს ვერ ვცემ", - განუცხადა ჟურნალ "გზას"  ლევან აბულაძემ.

ჟურნალი "გზა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე