რეზონანსი
(12.11.2022)

ზუგდიდის "ევექსის" კლინიკის მეან-გინეკოლოგს, გინეკოლოგიური განყოფილების გამგეს ბესიკ შაკაიას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამედიცინო საქმიანობის უფლება სამი თვის ვადით შეუჩერდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელის მომხმარებელი, სოფია სალია ავრცელებს და შესაბამისი გადაწყვეტილების ფოტოს ავრცელებს.

სოფიო სალია, შაკაიას სამედიცინო საქმიანობის გულგრილად ჩატარებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც მისი ჩვილი დაიღუპა.

"3 წელი გავიდა, სიმართლის დადგენაში... ეს ფურცელი და 3 თვით შეჩერებული ლიცენზია არ დამიბრუნებს და არ დამავიწყებს იმ ტკივილს და დანაკარგს, რაც თქვენ გამო გადავიტანე!

მაგრამ იყოს აქ, რომ ყველამ ნახოს და გაიგოს, სრულიად უპრობლემო ორსულობა (და არა რამე საფრთხილო) როგორ ფატალურად დამისრულეს...

3 თვე სწრაფად გავა, ისევ დაბრუნდება სამუშაოდ!

და თქვენ კი ფრთხილად იყავით ყველასთან!!! მიუდექით ყველას კრიტიკულად!

არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ბრმად! როგორი რეკომენდაციაც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ექიმს!

მეც უუდიიდესი რეკომენდაციის წყალობით მოვხვდი მასთან.... არავინ გააღმერთკაცოთ!

პ.ს. მსგავს შემთხვევებზე ყველამ უნდა თქვას თავისი სათქმელი იქ, სადაც საჭიროა.

ისევ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის და ისევ მათთვის, რომ უფრო ფხიზლად იმუშაონ!!!

პ.პ.ს. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მომცა ძალა ეს დამემტკიტებინა.

რეგულირების სააგენტო

საია ზუგდიდის ფილიალი

კესარია ჩახაია

და ყველას უკლებლივ, ვინც ერთი სიტყვით მაინც, შემეწიეთ ამ საქმეში", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე