რეზონანსი
(12.11.2022)

„ღამის შოუს" ბენდის მომღერალი, ბაბი კირკიტაძე მის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, ის კონკრეტული თანხა მთლიანად ბენდს ეკუთვნოდა. ამის შესახებ მან გადაცემა „სიკეთე მარტივიაში" ისაუბრა.

„ამაზე კომენტარი მაშინაც არ გაგვიკეთებია. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული თანხა, რაც აქეთ-იქით აფრიალეს, მთლიანად ბენდს ეკუთვნოდა, იყო ბევრი შემავალი ხარჯები.

ეს იყო უბრალოდ, რეიტინგისთვის გამზადებული სათაური", - თქვა ბაბი კირკიტაძემ.

ამ საკითხე ასევე ისაუბრა ბენდის წევრმა, თათა გიორგობიანმა.

„კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ არიან საქართველოში არტისტები, რომლებიც ამაზე მეტ გასამრჯელოს იღებენ. რა თქმა უნდა, ეკუთვნით კიდეც და ერთმანეთის წარმატება ქართველებს უნდა გვიხაროდეს", - განაცხადა თათა გიორგობიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე