რეზონანსი
(12.11.2022)

გუშინ სიცრუის დეტექტორში გიორგი გასვიანის მიერ დასმულ კითხვას "ვარაუდობთ, რომ თქვენი ძმის სიცოცხლე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნის საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა?" ელენე ფოჩხუამ დადებითად უპასუხა, რაც წლებია უკვე განხილვის თემადაა ქცეული.

შემდეგ კი, მომღერალმა განმარტა, რომ მისი ძმის მოკვლა არ უნდოდათ, უბრალოდ შეშინება უნდოდათ და შემოაკვდათ! ის ამბობს, რომ სავარაუდოდ, მისი ძმის სიცოცხლე მეგის ქარდავას საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა.

„ეს ამბავი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე გამყვება.

ჩვენ ამ საქმის არც მოწმე გვყავს, არც რაიმე ნივთ მტკიცებულა არ გაგვაჩნია. უბრალოდ, ყველაზე მეტად ჩემი ვარაუდია, რომ იმ დღეს, იმავე სასტუმროში, სადაც გიორგი და თავისი მეგობრები, მეგობარმა შეიყვანა უკანა შესასვლელიდან, როგორც ვიცით ქართველებმა. გიორგის უთქვამს, რომ დაგინახონ რამე საყვედური არ გითხრანო. მას უპასუხია, რომ დღეს კამერები არ მუშაობსო...

ის მაღალჩინოსანი პიროვნება იმავე ბარში იმყოფებოდა ერთ-ერთ ქალბატონთან ერთად, სადაც ისინი შემთხვევის მივიდნენ. ძალოვან მაღალჩინოსანს ვგულისხმობ. ეს გახლდათ მეგის ქარდავა, რომელიც მსგავს უედურებებს ჩადიოდნე მთელ სამეგრელოში. ჩემი აზრია, რომ გიორგიმ შესაძლოა, ისინი დაინახა ერთად და ის უბრალოდ გაიყვანეს, რათა გაეფრთხილებინათ, რომ თუ რამე დაინახა არავისთვაის არ ეთქვა. ჯერ ერთი, არც არავის არ ეტყოდა, მაგრამ გიორგი გამიზნულად მოსაკლავად გარეთ არ გაუყვანიათ. უბრალოდ ეს იყო მუქარა, შეშინება, სადაც გიორგი შემოაკვდათ.

ერთ-ერთი მკვლელი ვინც არის, მხოლოდ ის არ არის დამნაშავე, ეს არის გჯუფური მკვლელობა, რაზეც სასჯელიც მეტია. ეს ადამიანი იყო მონაწილე, მაგრამ მასთან ერთად იყო ძალიან ბევრი სხვა ადამიანებით, მაგრამ ამ ერთს თავის თავზე ააღებინეს მკვლელობა. ვინც ახლა სასჯელს იხდის ის ამტკიცებს, რომ მე გიორგი როდესაც ვცემე, ხმელეთზე დავტოვე და შემდეგ ალბათ თვითონ შეცურა და დაიხრჩოო. გიორგი ტანსაცმელები დაულაგეს ნაპირზე და ნაცემ-ნაბეგვი, როგორ გგონია ასე ლამაზად დააწყობა თავის ტანსაცმელს? მტკიცებულბების გაყალბება უნდოდათ. ძალიან ბევრი ფაქტორია, თვითონ სასამართლო პროცესიც იყო იმდენად არადამაჯერებელი. კითხვები, მოწმეები, ყველაფერი ისე იყო შედგენილი, როგორც მათ აწყობდათ", - განაცხადა ელენე ფოჩხუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე