რეზონანსი
(12.11.2022)

ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა რამდენიმე დღის წინ, თავისუფლების მეტროსთან მომხდარ ისტორიას იხსენებს და წერს.

„რამდენიმე დღის წინ, თავისუფლების მეტროსთან, მეგობარს ველოდებოდი. ჩემს წინ ახალგაზრდა გოგონა დადიოდა, ტელეფონზე რუსულად საუბრობდა. რამდენიმე წუთი იტრიალა, ღია ფერის ჯინსის შარვალი ეცვა, ქამრიანი და უცებ თვალში მომხვდა, რომ შარვლის ზმეიკა ბოლომდე ქონდა გახსნილი, ისე რომ ვარდისფერი ტრუსიკი უჩანდა. ეუფ, მეთქი ვის არ მოსვლია... მივუახლოვდი და ვეუბნები რუსულად - გოგონა, ზმეიკა გაქვთ გახსნილი...

- ვერ გავიგე? - მეკითხება.

- შარვლის ზმეიკა გაქვთ გახსნილი, საცვალი ჩანს - ვეუბნები დიდი მორიდებით.

- და? რა?..

- როგორ თუ რა... ტრუსიკი გიჩანთ, შეიკარით - ძააან დაბნეული ვპასუხობ...

- და მერე რა? ასე მინდა და ასე მაქვს - მიყურებს ნაგლად...

- მდაა... კარგით - ვპასუხობ და ვეცლები...

აი, მერე ვიღაც ბიჭი რო აეკიდება და ჩალიჩს დაუწყებს, წიკვინს ატეხავს - ქართველი კაცები რა ხამები და საქონლები არიანო!

ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე, რამე ფარული კამერა ხოარაა სადმე...

გაცხო ერთი ყბაში რა.

ფოტო ფოტოა, სელფი სელფია, მარა ხალხში ასე გადმოგდებული სიარული რაღა უბედურებაა კაცო“, - წერს ნინო ლაბარტყავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე