რეზონანსი
(12.11.2022)

საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული 73 წლის ქართველი კაცის, დოლარ კუპატაძის შვილი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს აცხადებს, რომ მამასთან კონტაქტი ბოლოს ერთი კვირის წინ ჰქონდა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.

გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება უჭირთ კაცის ოჯახის წევრებს. ისინი დაკავებულს დადებითად ახასიათებენ.

“1990-იანი წლების შემდეგ წასულია საბერძნეთში. თავისთვის დაბაჩუნობდა, წყნარი, პატიოსანი კაცი იყო, პირველად მესმის ეს ამბავი, თან ამ ასაკში? რა იარაღი, დანაც არ ჩაუდია ჯიბეში, დადიოდა, წვალობდა თავისთვის. ეს გასაოგნებელი ამბავია, რაც გავიგე”, – აცხადებს დაკავებულის შვილი.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც საბერძნეთის პროკურატურის ინფორმაციით, ის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე დაზარალებულია.

წყარო :infoimereti.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე