რეზონანსი
(11.11.2022)

ცოტა ხნის წინ გელა და­ი­ა­უ­რი და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ეკა მან­ჩხაშ­ვი­ლია. წყვილ­მა ჯვა­რი 1 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წე­რა. ერთი წლის წინ პო­ე­ტი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ გა­და­ტა­ნი­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 11 წლის შემ­დეგ, მარ­ტო­ო­ბით და­ი­ღა­ლა...

ახლა ჰყვე­ბა, რომ გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი ქალი ჰყავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს და სიმ­შვი­დე კი­დევ ერთხელ იპო­ვა.

„მე ვარ გელა და­ი­ა­უ­რი 49 წლის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიც­ნობს, რო­გორც პო­ეტს, მომ­ღე­რალს, კომ­პო­ზი­ტორს, სულ ეს არის. ხევ­სუ­რეთ­ში, სო­ფელ მუ­ცო­ში და­ვი­ბა­დე, ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი და­ვამ­თავ­რე. მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე, 11 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით, ახლა 9 დავ­რჩით. ლექ­სე­ბის წერა ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე, ჩემს ლექ­სებ­ზე არის რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა, გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს „ნა­ბი­ჯებს" - ეს იყო პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც გა­ვა­კე­თე.

თეოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღარ და­მი­წე­რია, მის შემ­დეგ ცოტა რთუ­ლია სიმ­ღე­რის და­წე­რა, იმ­დე­ნად დიდი იყო. არ მიყ­ვარს ტკი­ვილ­ზე ლა­პა­რა­კი, მირ­ჩევ­ნია ჩემ­თვის ვა­ტა­რო. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვწერ­დი ლექ­სებს, ოჯახს მი­ვუ­ძღვე­ნი, წიგ­ნად გა­მო­ვე­ცი. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვარ, ალ­ბათ გა­რეგ­ნუ­ლად ვჩან­ვარ, თო­რემ ში­ნა­გა­ნად დან­გრე­უ­ლი ვარ ძა­ლი­ან. სა­დაც მე გა­ვი­ზარ­დე, მთა­ში, ზედ­მე­ტად არ უყ­ვართ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა.

რაც უფრო მტკი­ცედ შეხ­ვდე­ბო­დი ვინ­მეს და­კარ­გვას, უფრო ძლი­ე­რი იყა­ვი და უფრო მეტი სა­ხე­ლი გქონ­და. თუ შენ ზედ­მე­ტად იგ­ლო­ვებ, არც შენ თავს სცემ პა­ტივს და არც იმათ ვინც და­კარ­გე. ყვე­ლა იმ ქვეყ­ნად წა­ვალთ, ეს არის დრო­ე­ბი­თი გან­შო­რე­ბა... რად­გან უფალ­მა დაგ­ტო­ვა ცო­ცხა­ლი, უნდა გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა, სი­კე­თის კე­თე­ბა­ში, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და არა გლო­ვა­ში. ქარ­თლელ გო­გო­ნა­ზე და­ვო­ჯახ­დი, ეკა მა­ჩხაშ­ვილ­ზე.

ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ბევრ რა­მე­ზე ფიქ­რობ, არ უნდა მო­ა­ტყუო ადა­მი­ა­ნი, ჯერ სა­კუ­თარ თავს უნდა და­ა­ჯე­რო, რომ წრფე­ლი იყო. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, არ მინ­დო­და და­მემ­ძი­მე­ბი­ნა ჩემი ტკი­ვი­ლით, გან­ცდე­ბით ის ადა­მი­ა­ნი ვის გვერ­დი­თაც ვიქ­ნე­ბო­დი. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თავს კარ­გად ვგრძნობ და მსუ­ბუ­ქი გახ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვი­გეთ და გა­ვი­ა­რეთ. კი­დევ ერთხელ ვი­პო­ვე მშვი­დი ნავ­სა­ყუ­დე­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სიყ­ვა­რუ­ლი ეს ის გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის მი­ზანს გაძ­ლევს და გაძ­ლი­ე­რებს ში­ნა­გა­ნად. თვი­თონ ღმერ­თია სიყ­ვა­რუ­ლი..." - ამ­ბობს „პოსტ ალი­ონ­ში" სა­უბ­რი­სას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე