რეზონანსი
(10.11.2022)

ტელეწამყვანი ნელი აგირბა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს და საკუთარ განცდებზე ჰყვება. როგორც ყოფილმა ტელეწამყვანმა აღნიშნა, სიკვდილის სურვილი შვილის დაბადების შემდეგ დაამარცხა.

„ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სიკვდილის სურვილს ვებრძოდი. როდესაც იღვიძებ, ერთი წამით არ გახსოვს, რა ჯოჯოხეთში ხარ. სიკვდილის სურვილი ახლახან დავამარცხე, როდესაც ნოა დაიბადა. როდესაც სულ ფსკერზე ჩავედი, სწორედ მაშინ გავთავისუფლდი. მადლიერება ყველაფერს შველის. ჩემს თავს ვეუბნებოდი: მიყვარხარ, მიყვარხარ და ის მპასუხობდა: მადლობა. ბოლომდე დღესაც ვერ ვაცნობიერებ. როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი დავინახეთ, მაშინ ვიგრძენი პირველად, რას ნიშნავდა ერთობა...

ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იყო წასული და როდესაც ველოდებოდით, არ ჩამოვიდა. არ ვიცოდით, რატომ. ვიფიქრე, რომ გაისეირნა. დავიწყე რეკვა და აღმოჩნდა, რომ სასტუმროში ისევ ფიქსირდება. საბოლოოდ გავაღეთ კარები და აღმოჩნდა, რომ არ გვპასუხობს. ბოლომდე არ მჯეროდა და ექიმს ვითხოვდი. როდესაც ვაცმევდი, მეგობარს ვთხოვე, რომ მარტო დავეტოვებინე. მოკლედ, მეგონა, რომ თუ ძალიან ვთხოვდი დაბრუნებას, დაბრუნდებოდა. ჩემი სურვილი იყო, როგორმე მომეხერხებინა და მეც აღმოვჩენილიყავი მასთან ერთად კუბოში. დარჩენა არ მინდოდა, მხოლოდ ვიცოდი, რომ ბავშვებს ვჭირდებოდი. ამ სამყაროსთან არაფერი აღარ მაკავშირებდა“, – თქვა ნელი აგირბამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე