რეზონანსი
(09.11.2022)

პოლონეთში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. როგორც ცნობილი ხდება, გარდაცვლილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის  მცხოვრებია. დაღუპული ბიჭი ზალიკო მარგალიტაძეა. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფ “ლანჩხუთში” ნინია ბარამიძე წერს:

“ძალიან კარგი ბიჭი დააკლდა ლანჩხუთს, პოლონეთში გარდაიცვალა… პირადად ვიცნობდი და ისეთი წესიერი, კარგი და მორიდებული ადამიანი იყო, იმხელა პოზიტივით და იუმორით…

რატომ? რატომ გაამწარე, ღმერთო, მისი ცოლი, დედამისი და ოჯახი ასე?

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და გამძლეობის მეტი რა დაგრჩენიათ. უნდა გაუძლოთ”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე