რეზონანსი
(09.11.2022)

ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ 15 ნოემბრამდე, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. 

"მზე, მერკური (ინტელექტის მმართველი პლანეტა) და ვენერა (სიყვარულის მმართველი პლანეტა) მორიელში გადადიან. მორიელი არის აგრესია, სიჯიუტე, სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები, წყენა, სამაგიეროს გადახდა, ზედმეტი სიხისტე, პირდაპირობა... მორიელს დადებითიც აქვს, მაგრამ ახლა, დედამიწის უარყოფით ენერგოველთან ერთად, ეს უარყოფითი მოიმატებს. მესამე ფაქტორია მზისა და მთავრის დაბნელება. ხვალ გვაქვს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა და 8 ნოემბერს - სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. დაბნელებების დერეფანი გვაქვს გასავლელი. 

ამიტომ, ეს ნეგატიურ დაღს ასვამს და ადამიანს გამოცდების წინაშე აყენებს. ესაა გამოცდები თავდაჭერაში, მოთმინებაში, სიფრთხილეში, წინდახედულობაში, პრაგმატულ აზროვნებასა და ა.შ. ეს პერიოდი 15 ნოემბრამდე მაინც გასტანს. კიდევ ერთი; შავი ენერგიის ორი დიდი პლანეტა ერთად ხვდება კირჩხიბის ზოდიაქოში. კირჩხიბი არის ოჯახი, ეროვნული პატრიოტიზმი. ე.ი. ახლა მზად იყავით იმისთვის, რომლებიც დაიწყებენ ეროვნული ფასეულობების დაკნინებას - თურმე, ერეკლე მეფე არ ყოფილა ის, რაც იყო, ვაჟა-ფშაველა არ ყოფილა მწერალი. მზად იყავით იმისთვის, რომ ამდაგვარი რაღაცები დაიწყება“, - აცხადებს ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე