რეზონანსი
(09.11.2022)

დათო ევგენიძემ ორი დღის წინ ხელი ნინო ჟვანიასთან მოაწერა. წყვილმა 18 წელი იცხოვრა ერთად და ახლა გადაწყვიტა ოფიციალური სახე მიეცა ურთიერთობისთვის. ცნობილი მუსიკოსი ქართულ გამოცემა "პრაიმტაიმთან" ამ თემაზე გულახდილად საუბრობს. მისი თქმით, მეგობრებმა ძალიან იხალისეს „მეგობრის ქორწილში“ მისვლით, შვილებმა, მათთმა მეგობრებმა და შვილიშვილებმა კი, ამ იშვიათი მომენტით იბედნიერეს.

"ახალი ცოლი არ მომიყვანია. მე და ნინამ ერთად ცხოვრების 18 წლის თავზე მოვაწერეთ ხელი. მაშინ, როცა ჯვარი დავიწერეთ, ქვეყნიდან წავედით. ხელის მოწერა გადავდეთ, გადავდეთ... და ახლა, როცა ჩემი შვილი სრულწლოვანი გახდა, არაოფიციალური ქორწინების გამო, გამოდიოდა, რომ ნაშვილები მყავდა. მე კიდევ მინდოდა, ის ჩემი შვილი გამხდარიყო (იცინის). ამიტომ მე და ნინამ ხელი სიამოვნებით მოვაწერეთ.

თავი გავიახალგაზრდავე. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერი იყო. ჩემი თაობიდან უკვე ათწლეულებია ხელის მოწერის რიტუალი, არავის ჰქონია და ყველა მონატრებული იყო ამ ყველაფერს. ყველას ჰქონდა ის სახალისო განცდა, მეგობრის ქორწილში წასვლით რომ აქვს ხოლმე ადამიანს. 

ქორწილში ჩემი ბენდი მოვიდა, დავუკარით და დილის შვიდ საათზე დავიშალეთ. იყვნენ შვილის მეგობრები, რომლებიც მეგობრის მშობლის ქორწილში ნამყოფნი არასდროს ყოფილან (იცინის). შვილიშვილები ესწრებოდნენ ბაბუის ხელისმოწერას. ბევრი ორიგინალური ფაქტი იყო, რომელიც იშვიათად ხდება", - აღნიშნა ევგენიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე