რეზონანსი
(03.10.2022)

პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ბათუმში მისი მანქანა გაძარცვეს.

ის საზოგადოებას აფრთხილებს, მსგავსი ფაქტების მიმართ ყურადღებით იყოს.

„ბათუმში, შუა ბულვარში, გუშინ ღამე 2 წუთში, გამიხსნეს მანქანა, ამოყარეს ნივთები, სავარაუდოდ პილინგატორით გახსნეს... (რუსეთში მოდაშია, კარგად ფლობენ )

ჩემი ... იპოვეს და ოპაა !

დამშეული უპატრონოების ჯოგი დადის „საყვარელი" ქვეყნიდან ჩამოსული...

ესეც ახალი სასიამოვნო რეალობა. ასე რომ ყურადღებით ფრთხილად იყავით", - წერს კოტე მათითაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე