რეზონანსი
(03.10.2022)

ბევრმა არ იცის, რომ აჩიკო მეფარიძე 2010 წელს, 24 წლის უკრაინელ გოგონაზე იყო დაქორწინებული. მომღერალმა დაშორების მიზეზებზე გადაცემაში „სხვა კითხვები“ ისაუბრა.

„ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მარტივად მივიღე. აქ ცხოვრობდნენ, თბილისელი უკრაინელია. ჩემი ფანი იყო. ქვის ხომ არ ვარ, იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ სხვა დამოკიდებულებაში გადაიზარდა. ეს ორი წელი კარგად მახსოვს. თვითონაც კარგად ახსენდება, კონტაქტი დღემდე გვაქვს. 

ძალიან მინდოდა, რომ ბავშვი გვყოლოდა და მუცლის მოშლა არ ყოფილიყო. 4 თვის იყო... ორსულობის შეწყვეტის შემდეგ მალევე დავშორდით, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა“ - გაიხსენა მომღერალმა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე