რეზონანსი
(03.10.2022)

ჯერჯერობით არსად ჩანს ძალა, რომელიც შეძლებს ხელისუფლებაში შეეცილოს „ოცნებას“. კულუარულად კი დაანონსდა, ახალ ძალას ამერიკაში აყალიბებენ, სექტემბრის ბოლოს ასპარეზზე გამოვლენ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი არა, ვადამდელი არჩევნებისთვის ახლავე იბრძლებენ და ხელისუფლებაშიც მოვლენო, თუმცა, მიილია სექტემბერი და არავინ გამოჩენილა.

მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებული ნაციონალური მოძრაობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მარტივ მამრავლებად იშლება. ვიღაცისთვის ეს შესაძლოა მოულოდნელი იყოს, მაგრამ რალურად… ოპოზოციურ ფრთაზე ნაცმძრაობო ერთხელ უკვე დაიშალა, როცა გუნდს ლიდერთა ჯგუფი გამოეყო, რომლებიც შემდეგ „ევროპულ საქართველოდ“ ჩამოყალიბდნენ და… საარჩევნოდ სერიოზულ ძალად დღემდე ვერ იქცნენ.

„მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი თავით არ აპირებს რაიმეს თქმას და ამით იმის დადასტურებას, რომ ქართული პოლიტიკიდან არ გასულა. მას ეშლება ნერვები, რაც ხდება მის პარტიაში, მაგრამ ვეღარ ერევა, რადგან ასეთ შემთხვევაში, კარგავს მთავარს – ვადაზე ადრე გათავისუფლების შანსს. არადა, ის „ოცნებას“ სწორედ იმას აჯერებს, რომ საქართველო აღარ აინტერესებს და მხოლოდ უკრაინაზე ფიქრობს. რეალურად, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში მიშას არც არაფერი ექნება საკეთებელი, რადგან პარტიას უბრალოდ ანადგურებენ და ისედაც კლებისკენ წასულ რეიტინგს, საერთოდ ანულებენ. ნაციონალების დასუსტებას კარგად გრძნობენ სხვა პარტიები და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ოპოზოციურ ფლანგზე გალიდერდნენ, მაგრამ რეალურად, ნაცმოს ჩანაცვლება ურთულესი იქნება. ურთულესი არა ოპოზიციურ სპექტრზე ლიდერობის, არამედ ამომრჩეველთა ოდენობის თვალსაზრისით. ანუ, შესაძლოა რომელიმე ოპოზიციური ძალა მართლაც გახდეს ნომერ პირველი, მაგრამ არ ჰყავდეს იმდენი მხარდამჭერი, რამდენიც ამ პირველობის დროს „ნაცებს“ ჰყავდათ და ეს „ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. ამას ცდილობს მმართველი გუნდი და თუ მოახერხებს, ჩათვალეთ, რომ 2-3%-იანი პარტიების შეჯიბირი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე,“ – განუცხადა წყარომ "ალიას".

ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე