რეზონანსი
(31.08.2022)

ქართველმა გოგომ, ია ასაძემ ურთულეს ტესტში მოახერხა და შესაძლო 70 ქულიდან 69.9 აიღო. მის გამო კი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები ერთანეთს ეცილებიან.

"კიდევ ერთი ახალგაზრდის წარმატებაზე მინდა მოგითხროთ

გაიცანით, ეს არის ია ასაძე, რომელმაც იმდენად მაღალ ქულებზე ჩააბარა გამოცდები, რომ ამერიკის ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები, როგორიცაა ჰარვარდი, პრინსტონი, ბრაზერსი, მოფოსი და სხვები ერთმანეთს ეცილებიან მის გამო.

როგორც საგამოცდო ცენტრ passion hd-ში აცხადებენ, პირველი შემთხვევაა, როცა ურთულეს ტესტში არაამერიკელმა მოახერხა და შესაძლო 70 ქულიდან 69.9 აიღო.

თვითონ ია ამბობს, რომ მას ფაქტობრივად ბალიშზე თავის დასადებად არ ეცალა, ღამით მეცადინეობდა, დღისით კი ყავის გამყიდველად მუშაობდა და ზოგჯერ 2-3 კლიენტს ერთდროულად ემსახურებოდა.

ახლა კი გრანტით და სტიპენდიით მოახერხებს, რომ სწავლას მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოს, ოცნებობს, რომ მის საყვარელ ფილოსოფიაზე და კატებზე წიგნი დაწეროს როდესმე.

წარმატება ვუსურვოთ ამ შეუდარებელ გოგონას", - წერს სოციალურ ქსელში ლევან მჟავანაძე.

წყარო: tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე