რეზონანსი
(30.08.2022)

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უფროსი თაობის წარმომადგენლებთან დაძაბული ურთიერთობა გელით, თუმცა ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება.

კურო

საუკეთესო დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ყველაზე ახლობელმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ამ დღეს ყველა მოგისმენთ და დაგიჯერებთ, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი იდეები და წინადადებები კოლეგებისა და უფროსების განსახილველად წამოაყენოთ.

ტყუპები

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. მთელ დროს საყვარელი ადამიანებზე ზრუნვას უთმობთ და ხშირად საკუთარი თავი და მოთხოვნილებები გავიწყდებათ. გირჩევთ უფროსთან ურთიერთობის დროს ფამილიარობას მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, ამიტომ უმჯობესია მოდუნდეთ და დაისვენოთ. თუ ახალი პროექტის დაწყებას გეგმავთ, სასურველია, რამდენიმე დღე მოიცადოთ, სანამ ვარსკვლავები თქვენს მიმართ კეთილგანწყობას დაიბრუნებენ.

ლომი

ამ დღეს სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. გავლენიანი ადამიანები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. თუ დილაობით სამსახურში დაგვიანება ჩვევად გექცათ, გირჩევთ საიმედო მაღვიძარა შეიძინოთ ან უმუშევრად დარჩენას შეეგუოთ. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

ქალწული

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან მცირე ნერვიულობასაც შეიძლება გართულებები მოჰყვეს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. მოერიდეთ კოლექტიურ სწავლებას და ერთობლივ ღონისძიებებს, თუმცა ინდივიდუალური შემოქმედება წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის. ასე, რომ თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, დროა, ჩემოდნების ჩალაგება დაიწყოთ. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს გზაზე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. ეცადეთ ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებს, რომლებიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანენ.

მორიელი

ნუ ინერვიულებთ თუ სახელმწიფო უწყებიდან დახმარების თხოვნაზე უარი მიიღეთ. ამ საქმეს თავადაც გაუმკლავდებით. ამ დღეს თქვენი აზრები ნათელია, მეტყველება კი დამაჯერებელი. შესაძლოა, დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ, თუმცა ყველაფერი მოახლოებული შვებულებისთვის სამზადისში დაიხარჯება.

მშვილდოსანი

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღეა. სამსახურში საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

თხის რქა

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. დროა მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ.

მერწყული

ინტუიცია და გამოცდილება ფინანსების სწორად განაწილებაში დაგეხმარებათ. გეგმების განხორციელების დროს, არ დაივიწყოთ ადამიანი, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ. საყოფაცხოვრებო საქმეები და ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

თევზები

ამ დღემ შეიძლება ბევრი წინააღმდეგობრივი ვითარება შექმნას, რაც ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში დიეტა მკაცრად დაიცვათ. საბინაო საკითხების განხილვისას, ეცადეთ ღია ცის ქვეშ არ დარჩეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე