რეზონანსი
(20.07.2022)

გაფრთხილება ტაქსის მძღოლებს - არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში“, მძღოლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს, თუ მგზავრი თამბაქოს მოხმარების წესს დაარღვევს.

„ბოლო დროს, განსაკუთრებით რაიონებში, ხშირად, არამწეველი მძღოლი მგზავრის მიერ კანონის დარღვევის გამო ისჯება. ზოგიერთი მოქალაქე კვლავაც კატეგორიულად მოითხოვს, ავტომობილის სალონში მოაწევინონ. არ ითვალისწინებენ მძღოლის შენიშვნას, ან თხოვნას. მძღოლი, რომელიც ამ დროს 112-ზე იმ იმედით არ რეკავს, რომ მგზავრი მალე ჩავა, უმეტესად მონიტორის, ან საპატრულო პოლიციის თვალთახედვის არეში ხვდება და ჯარიმდება. არ დაგემორჩილათ მგზავრი? დარეკეთ, ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნეთ 112-ზე. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება მხოლოდ მგზავრი. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მწეველის ჩასვლის შემდეგ ჩამჯდარმა ახალმა მგზავრმა სუნის გამო იჩივლა. ამიტომაც, მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, ნუ გამოცდით ბედს, დარეკეთ 112-ზე და აიცილეთ ჯარიმა. ივნისში, ტაქსის მძღოლების მხრიდან მხოლოდ ერთი გამოძახება დაფიქსირდა. თბილისში, მძღოლმა ორი ახალგაზრდა ქალბატონი მანქანიდან იძულებით ჩაუშვა. მათ სიგარეტს მოუკიდეს და ჩასვლისას, სამაგიეროს გადახდის მიზნით, უკანა სავარძელზე დაყარეს, რითაც სავარძლის ქსოვილი მოგვიანებით აალდა“, - აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრში“.

შეგახსენებთ, რომ ტაქსიში თამბაქოს მოხმარება 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა აიკრძალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე