რეზონანსი
(19.07.2022)

მსახიობ, ნინო გაჩეჩილაძეს დედა გარდაეცვალა. მსახიობი ერთ-ერთ გადაცემაში დედას იხსენებს და ემოციურად საუბრობს.

"დედა ჩემს ცხოვრებაში ბოლომდე იყო მთავარი მოტივატორი, რომელიც გაძლევს ძალას, ენერგიას, იმედს. რომელმაც იცის ყველა შენი ნაკლი და პლუსი და ისიც იცის რა შეგიძლია და უფრო მეტს ითხოვს შენგან. თუ რაიმეს ნახავდა და არ მოეწონებოდა, მეტყოდა - შენ უფრო მეტი შეგიძლია.

რა თქმა უნდა, ძალიან დამაკლდება და ძალიან მაკლია უკვე და ძალიან მენატრება. უბრალოდ ვიცი, ან მჯერა, რომ მისი სული უფრო დამშვიდებულია იქ სადაც არის ახლა, ვიდრე მაშინ, როცა იყო აქ“, - ამბობს მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე