რეზონანსი
(18.07.2022)

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მისი შვილის სიკვდილიდან 2 წელი გავიდა.

„დე, ორი ჯოჯოხეთური წელი გავიდა, რაც შენი ხმა არ გამიგია და თვალებს არ უნახიხარ. ნუთუ წყეული არ იქნებიან შენი მკვლელები. უკუნითი უკუნისამდე და ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება. მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან, მაპატიე", - წერს თეონა თამაზაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე