რეზონანსი
(16.07.2022)

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში, მისი შვილის მიერ ბავშვობაში დაწერილ წერილს აქვეყნებს, რომლითაც ლევანმა დედას 8 მარტი მიულოცა.

„ახლა რას მისურვებ, გენაცვალოს შენ შენი დედიკო. ჩემო ჭკვიანო, უკვე დიდო და საამაყო კაცო", - წერს მელიტა ფურცელაძე.

ლევან კბილაშვილის ბავშვობაში დაწერილ წერილში წერია: „ჩემო საყვარელო დედიკო გილოცავ 8 მარტს! გისურვებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. მინდა, რომ მრავალი ქალთა დღე მომელოცოს შენთვის. შენი ცელქი ლევანიკო".

ლევან კბილაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე