რეზონანსი
(15.07.2022)

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა მაქარაშვილისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დასმულ კითხვაზე, კვარაცხელიას პასუხი მიუღებელი აღმოჩნდა.

კვარაცხელიას კრიტიკის შემდეგ თავდასხმის ობიექტი თავად გიგა მაქარაშვილი გახდა, ის ფეხბურთელის კომენტარის ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს, სპორტსმენს მხარდაჭერა გამოუცხადეს

კვარაცხელიასადმი მხარდასაჭერი სტატუსების შემდეგ გიგა მაქარაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და სპორტსმენს წარმატება უსურვა.

„ესაა ხვიჩას ნათქვამი სიტყვა, ქართულად, ინტერპრეტაციის გარეშე. ჩემს დაწერილ წინა პოსტს ცუდი რეაქციები მოყვა. ზოგი კვარას აგინებს, ზოგიც მე არადა მარტივადაა ყველაფერი:

ბოლო ათწლეულების უდაოდ ყველაზე დიდი ტალანტია ეს ბიჭი და მისი ქომაგების სიაში მეც ვარ! ბუნებრივია მისგან ფეხბურთის თამაშის გარდა ისეთი პოზიციის გაჟღერებას ველი(თ), რომელიც ყველაზე მართალია.

თუ გნებავთ უკან დახევად მიიღეთ ეს პოსტი, თუ გინდათ თავის დაძვრენად, გინდათ ბოდიშად ან ბოდვად. პატარა ერის კომპლექსი გვაქვს და ყველა წარმატებული ქართველი გვინდა ყველფერში იდეალური იყოს. წარმატებები საქართველოს, კვარას და უკრაინას რუსეთის დედას შევეცით!" - წერს გიგა მაქარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე