რეზონანსი
(15.07.2022)

აქამ­დე თუ გა­მოც­დებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მშობ­ლე­ბი აცი­ლებ­დნენ, ამ­ჯე­რად მოს­წავ­ლე­ებ­მა მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე მი­ა­ცი­ლეს და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვეს... ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ლელა იმე­დაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს და წერს:

„15 ივ­ლი­სი, დი­ლის 7 სა­ა­თი და 30 წუთი. დღეს პე­და­გო­გე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დას აბა­რე­ბენ... ჩვენს სტუ­მარს, ოზურ­გე­თის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის თა­ნა­შემ­წეს ნა­ტა­ლია ელიზ­ბა­რაშ­ვილს, ქუ­ჩი­დან ეს­მის დი­ა­ლო­გი:

- არ ინერ­ვი­უ­ლო, მას, ჩვენ თქვენ­თან ვართ, თქვენ ამას შეძ­ლებთ და ჩა­ა­ბა­რებთ...

ქალი გა­ო­ცე­ბუ­ლი მე­ძა­ხის, მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ა­ცი­ლეს გოგო ბავ­შვებ­მა, ნახე გეხ­ვე­წე­ბიო.

რა ვთქვა, არ ვიცი...

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა პრო­ფე­სი­ა­თა შო­რის - ამას ხში­რად ვი­მე­ო­რებ და ა, ბა­ტო­ნო, დას­ტუ­რი.

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ნა­ხავს შვი­ლე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მშობ­ლე­ბი, მი­ნა­ხავს მოს­წავ­ლე­ე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი (მათ შო­რის რე­პე­ტი­ტო­რე­ბი), მაგ­რამ დღეს, დი­ლა­უ­თე­ნია, ვნა­ხე მას­წავ­ლებ­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი - სამი სა­ო­ცა­რი ბიჭი (რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არი­ან, მაგ­რამ სა­ნამ მათ­თან არ შე­ვა­თან­ხმებ, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ)...

და დღეს ვნა­ხე გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი და ცოტა დაბ­ნე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი - თავ­მდაბ­ლად მად­ლო­ბას რომ უხ­დი­და და ეფე­რე­ბო­და თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს...

ასე­თი დღე­ე­ბის­თვის ღირს ცხოვ­რე­ბაც და მას­წავ­ლებ­ლო­ბა ხომ ღირს და ღირს

პ.ს. - არა­ვინ შე­ე­ცა­დოს დღეს ჩემს გაბ­რა­ზე­ბას - ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვარ, მა­ინც არ გა­მო­გი­ვათ...

პ. ს. ის პ. ს. დას­რუ­ლე­ბამ­დე ელო­დე­ბოდ­ნენ ჩა­ვუ­საფ­რდი გა­და­ვუ­ღე..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე