რეზონანსი
(03.07.2022)

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ - ერიდეთ გაციებას და ინფექციურ დაავადებებს. დღის მეორე ნახევარში რაღაც სიახლეს შეიტყობთ, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაახარებს.

კურო

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, მოგზაურობისთვის ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, რაც მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო ურთიერთობაში გადაიზრდება და დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ.

ტყუპები

ნუ ინერვიულებთ, თუ დახმარების თხოვნაზე მაღალჩინოსნებისგან უარი მიიღეთ. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ. გირჩევთ, მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების შეზღუდოთ და მავნე ჩვევები დაივიწყოთ.

კირჩხიბი

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღე გელით. მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას და თუ შესაძლებელია, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან მყარი და ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან ურთიერთობების დროს.

ლომი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება აქტიურ და ნაყოფიერ დღეს გპირდებათ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ურთიერთობაში ყველანაირ გაუგებრობას აღმოფხვრის. სიტუაციის ანალიზის საშუალებით მისი მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება, ამიტომ სხვა გამოსავალი უნდა იპოვოთ.

ქალწული

შესანიშნავი ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. თუ შესაძლებელია, სამსახურებრივი მივლინება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ. მოერიდეთ ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

სასწორი

შესაძლოა, უსიამოვნო ისტორიაში გაეხვიოთ, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები უფრო ნათლად და გასაგებად გამოხატოთ. მოერიდეთ ახლობელი ადამიანების კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის ბოლოს შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ.

მორიელი

ეცადეთ, მოულოდნელ ცვლილებებს მშვიდად შეხვდეთ. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, შედეგს გამოიღებს. თუ გსურთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის დროს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება, ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან წარმატება გელით. შესაძლოა, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

თხის რქა

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რამის შეცვლა გსურთ, გირჩევთ, ამაზე ოჯახის წევრების აზრიც გაიგოთ. კარგი დროა ბინაში რემონტისა და ავეჯის შესაძენად. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

მერწყული

ეცადეთ, ამ დღეს კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და თუ აუცილებელი არ არის, მთელი დღე სახლში დარჩეთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს ეს იმაზეა დამოკიდებული, წინა თვეს როგორ იმუშავეთ,.ასე რომ, საკუთარი თავის გარდა, არავინ დაადანაშაულოთ.

თევზები

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. ბევრი თევზი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე