რეზონანსი
(01.07.2022)

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ცოტა ხნის წინ. როგორც ირკვევა, თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, თელაველი გოგონა გარდაიცვალა. ცნობილია მისი ვინაობც, იგი 22 წლის მარიამ ხუცაიძე აღმოჩნდა, რომელსაც საავადმყოფოში  ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ. 

ტრაგედიას წინ უძღოდა უბედური შემთხვევა. ადგილობრივების ინფორმაციით, მარიამი თურქეთში მეგობართან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა და მოულედნელად ივნიდან გადავარდა. დაცემის შედეგად კი თავის მძიმე ტრავმა მიიღო.

თითქმის ერთთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, 22 წლის ქართველი გოგონა წუხელ გარდაიცვალა. 

ინფორმაცია თავდაპირველად "პრაიმტაიმმა" გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე