რეზონანსი
(20.06.2022)

რამდენიმე დღის წინ შალვა ნათელაშვილის ვაჟმა, ბექამ საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა და ამ მომენტის ამსახველი რომანტიკული კადრები სოციალურ ქსელში დიდი სისწრაფით გავრცელდა. ცნობილი პოლიტიკოსის რძალი ნატალი თოდაძე ჟურნალ „თბილისელებს" ესაუბრება:

„ბექა იმდენად ახლოს არის ჩემს შეხედულებებთან,. გაცნობიდან ძალიან მალე ჩემში იმდენად დიდი ნდობა დაიმსახურა, რომ შეუძლებელი იყო, მის მშობლებზეც უზომოდ კარგი წარმოდგენა არ შემქმნოდა. საყვარელი ადამიანის მშობლის გაცნობის პროცესს თან რომ ნერვიულობა ახლავს, ეს ძალიან ბუნებრივი მგონია. ალბათ, ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, თუმცა ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემთვის იმის მაგალითია, რომ ყოველთვის უნდა იფიქრო მომავალზე და წინ თამამი ნაბიჯებით იარო. ის ძალიან მეგობრული, მხიარული, ხალისიანი და თბილი ადამიანია, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. საერთოდ, ბექას მშობლები ძალიან მეგობრულები არიან და კარგად ესმით შვილის, ამიტომ მგონია, რომ ჩვენც ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე