რეზონანსი
(20.06.2022)

მომღერალი მერაბ სეფაშვილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ აბასთუმანში ისვენებს. სწორედ აბასთუმნიდან გაავრცელა მან ვიდეომიმართვა და გულშემატკივარსა და ექიმებს მადლობა გადაუხადა:

“მადლობა მინდა გითხრათ. არ გამომივიდოდა მადლობა რომ არ მეთქვა, იმდენი მოკითხვა, სასიყვარულო სიტყვები იყო. კარგად ვარ, გამოვჯანმრთელდი, მადლობა ექიმებს, ლევან რატიანს, მის გუნდს. მადლობა ღმერთს, რომ მოვედი ჯანზე, კარგად ვიქნები, გავაგრძელებთ ტურნეს, ბათუმში დაიწყება კონცერტები. ვიცოდი, რომ გიყვარდით, მაგრამ ასე თუ გიყვარდით არ ვიცოდი”, – ამბობს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე