რეზონანსი
(19.06.2022)

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არასრულწლოვან მიშო ნიკურაძე 3 დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მთელი ჩემი ბავშვობა დავკარგე! ჩემი გული და სული თან წაიღო. ყოველთვის გვერდით მედექი, ყოველთვის რჩევებს მაძლევდი, ყოველთვის ერთად ვიყავით მიშო, მაგრამ შენ მიმატოვე და მარტო დამტოვე. ძალიან მიჭირს უშენობა, უზომოდ მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო“, - წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე