რეზონანსი
(19.06.2022)

ბრიტანეთში, ბერკშირის საგრაფოში, მორიგი სამეფო დოღი Royal Ascot გაიმართა. ეს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობაა, სადაც ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების ძირითადი ნაწილი იკრიბება. ტრადიციულად, დოღის მთავარი სანახაობა არა მარტო ცხენები, არამედ სტუმრების ქუდია.

ცნობილი ხდება, რომ დოღს ესწრებოდა ცნობილი ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც ადგილზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად წარდგა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობის დახვეწილი ჩაცმულობა ყოველთვის იქცევს საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას.

ლელა კი, ამჯერადაც, განსაკუთრებულ ფორმაში იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე