რეზონანსი
(09.05.2022)
7 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთი-თბილისის გზაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი თამაზ ინწკირველია, რომელიც პარლამენტში „მწვანეთა პარტიაში“ მუშაობდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. რუსუდან შარაძე ტრაგედიას ეხმაურება:
„ორი დღეა თავზარდაცემული ვარ... სამშობიაროდან რომ სახლში მოიყვანეს, იმ დღიდან მიყვარს. თეთრი, დახატული, ფუთქუჩა და უზარმაზარი... მერე კიდევ უფრო გაიზარდა, გაფუნფულდა. ვჭამდი, ამ სიტყვის მნიშვნელობით. დღეს აღარაა. რამხელა უსამართლობაა. ნათელში იყავი, ჩემო თაზო, ჩემო უსაყვარლესო,“ - წერს რუსუდან შარაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე