რეზონანსი
(16.01.2022)

ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილმა ევა ბარბაქაძემ საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მის ამ პოსტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი, ნაწილის მხრიდან კი დადებითი კომენტარები მოჰყვა.

უარყოფით კომენტარებს ჟურნალისტი მაია ასათიანი გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ როდესაც ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, საზოგადოება მის გადასარჩენად ლოცულობდა, თუმცა ახლა, როდესაც ცხოვრებას დაუბრუნდა, „საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოების გამო მიწაში დებენ“. „ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა! ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ!!! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!!! და რის გამო??? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი რომ აცვია??? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!!!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

წყარო: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე