რეზონანსი
(18.08.2021)


ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს თავდებში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე ჩაუდგნენ, ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თუ გამოძიებით მტკიცდება, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, მაშინ თავდებობა რად უნდა, ისედაც უნდა გამოუშვან. თუ, სამწუხაროდ, საქმე სხვაგვარად არის, მაშინ თავდებობამ როგორ უნდა გამოიყვანოს, არ მესმის…

საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან. გამოძიების გარეშე ავანსების გაცემა ნებისმიერი მხრიდან, აბსოლუტურად გაუგებარია. ადამიანურად ძალიან მეცოდება და ვუთანაგრძნობ ძმის დაღუპვის გამო…“, – წერს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე