რეზონანსი
(05.09.2020)

4 სექ­ტემ­ბერს, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 26 წლი ახალ­გაზ­რდა გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია.

ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, მე­უღ­ლე და პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა. სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე წერენ. „მე­უღ­ლე ბორ­ჯო­მე­ლი ჰყავს, იქ ყო­ფი­ლა დე­და­მის­თან, როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ამ­ბობ­და თურ­მე, – გული ცუდს მიგ­რძნობ­სო. ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ, ლე­გენ­დე­ბი და­დის მათ სიყ­ვა­რულ­ზე. აღ­მერ­თებ­და გიგა თა­ვის ცოლს, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ და უცებ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია…”

აგრეთვე, გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლისტ ნინო ომა­ნა­ძის ძმის­შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ნი­ნომ მისი ფო­ტო­ე­ბი პირად ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა: „სულიც აღარ შემრჩა! მამიდას გიგა, იმედი…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე