რეზონანსი
(05.09.2020)

სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკატერინე თათიკაშვილი მიმართვას აქვეყნებს და პროკურატურის მიერ, გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი აფთიაქში წამლებს ყიდულობს.

როგორც მისგან ვიგებთ, ბაჩალიაშვილის საქმის მსგავსი ამბავი საბერძნეთშიც მომხდარმა. თათიკაშვილი წერს, რომ ბერძენ ირინი ლაგუდსაც იგივენაირად გაუკეთეს და საწვავი თავად აყიდინეს, შემდეგ კი ეს კადრები თვითმკვლელობის დასასაბუთებლად გამოიყენეს. ეკატერინეს მიაჩნია, რომ ბაჩალიაშვილის საქმე ისეთივე „შეკერილია“ როგორც ირინი ლაგუდის საქმე.

„დღევანდელ გასაჯაროებულ თამარ ბაჩალეიშვილის აფთიაქებში გადაადგილების კადრებს რაც შეეხება – ამით უფრო კარგად და მკვეთრად გამოჩნდა რამდენად პროფესიონალურ ორგანიზებულ მკვლელობასთან გვაქვს საქმე!

მახსენდება დაახლოებით 1 წლის წინ მომხდარი ამბავი საბერძნეთში თუ არ ვცდები აგრინიოში, როდესაც საკუთარ მანქანაში დაწვეს ირინი ლაგუდი. მას თავისივე ხელით აყიდინეს საწვავი, ზუსტად ასე ასაჯაროვებდნენ მის გადაადგილებას, როდესაც ბენზინ გასამართ სადგურზე ყიდულობდა საწვავს.

ამტკიცებდნენ თვითმკვლელობას. იმ შემთხვევაში სამართალმა მართლაც იზეიმა და მწამს უფლის არც თამარის უმძიმესი მკვლელობა დარჩება ბნელში!“ - წერს თათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე