რეზონანსი
(04.09.2020)

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის იუსტიციის სახლის ფილიალი საზეიმოდ გახსნა. წულუკიანს თან ქალიშვილი, მერიკო კაკულია ახლდა. ფოტოები იუსტიციის სახლის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ.

იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში 2019 წლის ივნისში დაიწყო. ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალი 1021 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდა.

ქარელის ფილიალი ქალაქ გორის შემდეგ მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე