რეზონანსი
(03.09.2020)

ამოს ბარშარდი ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორია, რომელიც საქართველოს იანვარში სტუმრობდა და ამერიკული გამოცემა WIRED-ისთვის ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა: 

1994 წელს დაბადებულმა ბერამ ცხოვრება რუსეთში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. სწორედ პარიზში დადიოდა სკოლაში. როგორც იხსენებს, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. არასდროს უგრძვნია თავი ცუდად იმის გამო, რომ ალბინოსი იყო. ამაში კი მშობლების წვლილზე საუბრობს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ და მხარში ედგნენ. 

„ადამიანებს სძულთ ყველაფერი, რაც მათგან განსხვავებულია, მაგრამ ამ გამოწვევებს „განგსტერულად“ გავუმკლავდი. ბავშვობის გამოცდილებამ მებრძოლის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა“.

როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა, ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო. 

„მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ“.

ბერას თქმით, მამასისი ყოველთვის უბიძგებდა კრიტიკული აზროვნებისკენ. 

„განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან. ის ყოველთვის ამბობდა, რომ დიდი ხის ნაწილი ვიყავი, რომელსაც ასევე დიდი ჩრდილი ჰქონდა. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა ამ ხის ჩრდილში დარჩენა. მე ერთადერთი ვიყავი ჩემს და-ძმებს შორის, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. ვამბობდი, მირჩევნია ეს ხე მოვჭრა, ვიდრე მის ჩრდილში ვიცხოვრო“.

ბერა მამამისს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „ქართული ოცნების” პარტიის ლიდერი გახდა, უანგარო საჯარო მოხელედ წარმოადგენს: 

„მამაჩემს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა. ნებისმიერ დონეზე, რასაც თავად მოისურვებდა. პოლიტიკური საქმიანობის არჩევით შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა. კარგი ოჯახი და გარემოცვა შესანიშნავია, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ბედნიერი ვერ იქნები.

ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს“.

ბერა თბილისში ცხოვრობს, თუმცა მისი სამყარო მსოფლიოს ექსკლუზიური მუსიკალური სტუდიებისა და ჯემ სესიებისგან შედგება. ცხოვრება, რომლის დეტალურ და ფრთხილ დოკუმენტირებას ბერა ინსტაგრამზე საკუთარი 1,4 მილიონი გამომწერისთვის აკეთებს. ის ძალიან სპეციფიკურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ წამოჭრილი ნებისმიერი პოლიტიკური ბრალდება აბსურდულია, რადგან ბიძინა მისი მამაა, რომელიც საოცრად ამაყობს მუსიკოსი შვილით.

ნოსტალ.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე