თბილისში ხანძარს გადარჩენილი სამი შვილის დედა ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც განსაცდელის დროს დახმარება აღმოუჩინა:
„მე თამუნა ვარ იმ ბავშვების დედა, რომლებიც საზარელ ხანძარს გადაურჩნენ. მართლაც სასწაულით გადამირჩინა ღმერთმა… მხოლოდ ღმერთმა იცის რა საშინელებაც გავიარე და ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე, მაგრამ თქვენი თანადგომა და გულშემატკივრობა მაძლევს ძალას, რომ ეს ყველაფერი დავძლიო.
მადლობა ყველას ასეთი გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის. ასეთ გასაჭირში ადამიანი თუნდაც სიტყვით, რომ გაგამხნევებს მაგით ცოცხლდები და წარმოიდგინეთ თქვენი ასეთი ყურადგება და დახმარება რამდენად მამხნევებს, მადლობა ყველა იმ მეხანძრე მაშველს, რომლებმაც ჩემი შვილების სიცოცხლე გადაარჩინეს. ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ნაცნობებს და უცნობებს გვერდში დგომისთვის და განსაკუთრებით გლდანის მესამე მიკროს 87-ე კორპუსთან მდებარე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ბატონ ზურაბს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის…
ჩემო საყვარელო ადამიანებო, არც კი ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება, რადგან სიტყვებს ვერ ვპოულობ. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მსგავს სიტუაციაში ავღმოჩნდებოდი და ვერც ეხლა ვაცნობიერებ რაც ჩემს თავს ხდება და თუ რამე ისე ვერ გამოვხატე როგორც საჭიროა, მომიტევეთ მეგობრებო... ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“ – წერს ბავშვების დედა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე