რეზონანსი
(10.06.2026)

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"10.06.2026. - დემეტრე ჩიქოვანიც გახდა სრულწლოვანი!

და?! და?! მასში შეიცვალა რამე?!

აბა, ეს რა სიგიჟე გვაქვს კანონში?!

რატომ დააკლდათ გიგას მკვლელობისთვის ამხელა დრო?!

თუმცაღა სასჯელი მაინც ებევრათ ,,დედიკოებს" და ,,მამიკოებს".

ებევრათ და ყველამ გაასაჩივრა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ შეფარდებული სასჯელი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იქნება 17 ივნისს, 12 საათზე!!!

სამყაროს დავამხობ თავზე, ამ უსახურებს!!!" - წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ალექსანდრე გაბაშვილს კი 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე