რეზონანსი
(10.06.2026)

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი ლუკა ჩხიკვიშვილი დღეს მერხთან არ იჯდა. მის ნაცვლად  მერხზე მისი ფოტო იდო და სანთლები ენთო. ლუკას კლასელები დღეს მეგობრის სულს ეფერებოდნენ.

"სსიპ – ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მოსწავლის - ლუკა ჩხიკვიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ლუკას უდროოდ წასვლა უმძიმესი დანაკლისია მისი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, თანაკლასელებისთვის, მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. მისი ნათელი სახე, თბილი დამოკიდებულება და ბავშვური სითბო ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ ლუკას ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს”, - წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე, სადაც ლუკას ფოტოებია გამოქვეყნებული.

გურიანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე