რეზონანსი
(29.07.2023)

„სა­ნა­პი­რო უდაბ­ნოს და­ემ­სგავ­სა, გაქ­რა სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხე­ბი და თი­ხა­ნა­რე­ვი პლან­ქტო­ნი უამ­რა­ვი მკვდა­რი თევ­ზე­ბით არის სავ­სე. რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის სა­ქო­ნე­ლის სა­ყა­რია ყველ­გან. ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა, არ არის ელე­მენ­ტა­ლუ­რი ხელ­სა­ბა­ნი, ტბა კვდე­ბა" - ეს კო­მენ­ტრი რე­ჟი­სო­რი­სა და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტის ლაშა კოტ­რი­კა­ძის პოსტს მოყ­ვა, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­ზა­ლე­თის ტბის შე­სა­ხებ და­წე­რა და დიდი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია....

ლაშა კოტ­რი­კა­ძე:

„სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ბა­ზა­ლე­თის ტბას და აი აქ უნდა მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა! ბა­ზა­ლე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სის­წრა­ფით შრე­ბა, რა­ღაც უნდა ვი­ღო­ნოთ, რა­მო­დე­ნი­მე მეტ­რით წყლის დონე ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­ლებს, ვი­საც ახ­სოვს ბა­ზა­ლე­თი, ვე­ღარ იც­ნობთ, იქ­ტი­ო­ფა­უ­ნა თით­ქმის გა­ნად­გურ­და, აღა­რაა კობ­რი, თეთ­რი ამუ­რი, ტბას შერ­ჩა სა­რე­ვე­ლა თევ­ზე­ბი, კარჩხა­ნა, თეთ­რუ­ლა და ბო­ლოდ­როს შეშ­ვე­ბუ­ლი ქორ­ჭი­ლა და ქა­რიყ­ლა­პია... ბა­ზა­ლე­თის დაშ­რო­ბას რა­მო­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს, ტბა მი­წის­ქვე­შა და ჩა­ნა­დე­ნი წყლე­ბით ივ­სე­ბა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად ძა­ლი­ან და­იკ­ლო ჩა­ნა­დენ­მა წყალ­მა, რაც შე­ე­ხე­ბა მი­წის­ქვე­შა წყლებს, უამ­რა­ვი ჭა­ბურ­ღი­ლი დას­ცეს ტბის გარ­შე­მო კერ­ძო აგა­რა­კებ­ზე, დიდი სის­წრა­ფით იყი­დე­ბა შე­მო­გა­რენ­ში მი­წე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად ჭა­ბურ­ღი­ლე­ბიც მა­ტუ­ლობს. ეს კი მი­წის­ქვე­შა წყალს აკ­ლებს ტბას, მოკ­ლედ დიდი პრობ­ლე­მაა, მშე­ნებ­ლო­ბას და მი­წის ყიდ­ვას ვე­რა­ვის და­უშ­ლის კაცი, მაგ­რამ ტბა იღუ­პე­ბა, ბა­ზა­ლე­თი არაა რა­ღაც ხე­ლოვ­ნუ­რი ტბო­რი, რო­მე­ლიც თუ გაქ­რე­ბა არა­ნა­ირ უბე­დუ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს! ესაა ულა­მა­ზე­სი ბუ­ნებ­რი­ვი ტბა, რო­მელ­საც დიდი ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ასე, რომ სა­კი­თხი შე­სას­წავ­ლია და ზო­მე­ბი მი­სა­ღე­ბი, თა­ნაც სას­წრა­ფოდ!

ად­გი­ლობ­რი­ვი, მხატ­ვა­რი, ციხე-კოშკ „ოქ­როს აკ­ვა­ნის" მფლო­ბე­ლი - და­ვით ქა­ფი­აშ­ვი­ლი...

„წყალ­მა 40 მეტ­რით და­ი­წია. ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი ბურ­ღვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, დო­ნო­რი წყა­რო­ე­ბი გაქ­რა. ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბი და­იწ­რი­ტა, სა­ნა­პი­რო უდაბ­ნოს და­ემ­სგავ­სა, გაქ­რა სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხე­ბი და თი­ხა­ნა­რე­ვი პლან­ქტო­ნი უამ­რა­ვი მკვდა­რი თევ­ზე­ბით არის სავ­სე. რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის სა­ქო­ნე­ლის სა­ყა­რია ყველ­გან. ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა, არ არის ტუ­ა­ლე­ტი და ელე­მენ­ტა­ლუ­რი ხელ­სა­ბა­ნი, ტბა კვდე­ბა".

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე