რეზონანსი
(29.07.2023)

„თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბუნებრივი გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც აფეთქების საშიშროება იყო.

უწყების თქმით, ამჟამად უსაფრთხოება სრულად დაცულია.

„გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულა", - ნათქვამია თბილისი ენერჯის განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გლდანში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ადილზე დაიღუპა 25 წლის ორსული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე