რეზონანსი
(29.07.2023)

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია. ქალს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა და იგი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი ნასვამი იყო და არც მართვის უფლება ჰქონდა.
„ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა, ფხიზლები არ იყვნენ, ვინც საჭესთან იჯდა, პრავაც არ ჰქონიათ". - ამბობს თვითმხილველი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



