
დღეს 1 წელი შესრულდა გუდაურში მომხადარი ტრაგედიიდან. 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.
მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს.
„შარშან, ამ დღეს, რა საშინელი დილა გაგვითენდა. მიყვარხარ და მენატრები, ანდრო", - წერენ სოციალურ ქსელში ანდრო ქუჯოშვილი მეგობრები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



