
როგორც სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ „ქრონიკას" განუცხადა, მინდა, იმედი დავიტოვო, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა. უბრალოდ, ერთს ვიტყვი, როინ შავაძე საქართველოზე უზომოდ იყო შეყვარებული
„ეს საქმე დაიწყო და ვფიქრობ, ბოლომდე იქნება მიყვანილი და სიმართლე დადგინდება. ნამდვილად მძიმეა. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და რა ვთქვა, მაგრამ მე არასდროს იმედი არ გამცრუებია. მინდა, იმედი დღესაც დავიტოვო, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა. უბრალოდ, ერთს ვიტყვი, როინ შავაძე იყო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული", - განაცხადა ციცინო შავაძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



